logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მინდა ვკითხო ჩვენს ოპონენტებს - ყველა წინა არჩევნები, რომელიც ჩატარდა საქართველოში, უსამართლო და უკანონო იყო თუ არა?!
- +

30 ნოემბერი. 2019. 22:39

 

 

„ერთხელ ამ ოპოზიციამ და უმრავლესობის ნაწილმა უარი თქვა პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო ერთი ვადის შემდეგ, იმის წინა ჯერზეც უარი თქვეს ზუსტად იმ მიზეზით, რომ ერთის იქეთ არ გვაწყობს ახლავე გვინდაო. ორჯერ ამის გამო ჩავარდა პროპორციული არჩევნების რეფორმა. მაშინ რომ დათანხმებულიყვნენ, დღეს, 2020 წელს უკვე გვექნებოდა პროპორციული არჩევნები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის ტონი დღესაც იგივეა:

 

„ამბობენ, რომ არ გვინდა ერთი არჩევნების შემდეგ - ან ახლავე ან არასოდეს. ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს რეფორმა პოლიტიკოსებმა ორჯერ ჩააგდეს იმიტომ, რომ არ უნდოდათ ერთი არჩევნები დაეცადათ. დღესაც ვართ იგივე რიტორიკაში - ან ახლავე ან არასოდეს. მინდა ვიკითხო და ეს კითხვა დავუსვა ჩვენს ოპონენტებსაც: ყველა წინა არჩევნები, რომელიც საქართველოში ჩატარდა საქართველოსი, მათი ხელისუფლების დროსაც, ჩატარდა შერეული წესით. ეს უსამართლო და უკანონო იყო თუ არა?!“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner