logo_geo
eng_logo
ელიზაბეთ რუდი: ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკური პროცესისა და წესების თანახმად უნდა განხორციელდეს
- +

5 დეკემბერი. 2019. 14:22

 

„ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკური პროცესისა და წესების თანახმად უნდა განხორციელდეს“,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

 

ამ კომენტარით ელიზაბეთ რუდმა „ხელისუფლების დამხობის მოწოდებაზე“ დასმულ კითხვას უპასუხა.

 

„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-მა დიდი ინვესტიცია გაწია, რათა განვითარდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური პროცესისა და წესების თანახმად“ ,- აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.

 

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა, უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან-მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner