logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: რევოლუცია არ იქნება, ვითარება შეიცვალა და ხალხს ეს აღარ უნდა
- +

5 დეკემბერი. 2019. 15:55

 

„გერმანული მოდელი“ უვარგისია და ამომრჩევლისთვის გაუგებარი“, - განაცხადა „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერმა აკაკი ასათიანმა ტელეკომპანია „POSTV“-ის თოქ-შოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

 

მმართველ გუნდს, ოპოზიციასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე საუბრისას აკაკი ასათიანმა განაცხადა, რომ „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციონალისტებს შორისაც საკამათოა. შეიცავს შემდგომი აფეთქების დიდ საშიშროებას, იმიტომ რომ, ვისაც როგორ უნდა, ყურს ისე მოაბამს არჩევნების შედეგებს, თუ წინასწარვე არ ითქვა.

 

პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აკაკი ასათიანი აცხადებს, რომ ოპოზიციას არ უნდა დაჯერება, რომ რევოლუცია არ იქნება, ვითარება შეიცვალა და ხალხს ეს აღარ უნდა:

 

„გადატრიალება ვერ მოხდება, შეიარაღებული გამორიცხულია, სხვანაირი გადატრიალებები არ ხდება“, - განაცხადა ასათიანმა.

 

„ტრადიციონალისტთა“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციას სულ შეისრუტავს. აკაკი ასათიანის თქმით, ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ 30 პარტიისგან ბლოკი გაკეთდება და ყველას სიაში ჩაწერენ:

 

„ვინც ამას მხარს უჭერს, ის ნაციონალს უჭერს მხარს და დამთავრება ამით ყველაფერი. ამ საარჩევნო კანონით სამჯერ ჰყავს ოპოზიციას დამარცხებული ხელისუფლება და არჩევნებზე გამოჩნდება, როგორც დასაჯეს ნაციონალები“, - ამბობს ასათიანი.

 

როგორც „ტრადიციონალისტთა“ ლიდერი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც გაბატონებულ რეჟიმს მოუგო.

 

„ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მორალური უპირატესობა. მან პირველმა მოუგო არჩევნებით გაბატონებულ, ყველაფრის მაკონტროლებელ რეჟიმს. ეს აღარ იყო ხელისუფლება“, - აცხადებს ასათიანი.

 

აკაკი ასათიანი წყალტუბოსა და აბასთუმნის პროექტებზეც საუბრობს:

 

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატად მე არ გამოვდგები, მაგრამ წყალტუბოზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ნეტა ადრე ექნა. წყალტუბო რომელიღაც დაღუპული იმპერიის დედაქალაქს ჰგავდა, საბჭოთა იმპერიის განსახიერება იყო. აბასთუმანი, ფანტასტიკური ადგილი, გაპარტახებული და გავერანებული. რას იზამს, წაიღებს სადმე?“ - აცხადებს ასათიანი და მიიჩნევს, რომ ქართულ ეკონომიკაში ქართული ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner