logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ
- +

6 დეკემბერი. 2019. 13:46

 

 

„უმრავლესობა არ დაიშლება. ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა დგას მყარად“, - ეს განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

 

ჟურნალისტების კითხვაზე: ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ მმართველი გუნდი მაჟორიტარმა დეპუტატებმა დატოვონ, მდინარაძემ შემდეგი შინაარსი პასუხი გასცა:

 

„ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის და რა ოცნებაც არ შეუსრულდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს - უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები. სხვადასხვა მედიასაშუალებაში რაღაცნაირად ავრცელებენ ინფორმაციებს, რომელიც ამის დასადასტურებლად მოჰყავთ, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მამუკა მდინარაძემ იმ მაჟორიტარი დეპუტატების არგუმენტებიც გააჟღერა, რომლებიც არსებულ ვითარებაში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.

 

„მე მათ მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ამ ფონზე, ისინი ამ არგუმენტებს სათავისოდ იყენებენ და ამბობენ, რომ როდესაც ოპოზიცია ასეთი უპასუხისმგებლოა, როდესაც თვითმმართველობები არ განგვივითარებია ისე, როგორც საჭიროა, როდესაც არ არსებობს კონსენსუსის რესურსი და როდესაც ოპოზიცია მხოლოდ დესტრუქციაზეა გადასული, ეს მოცემულობები, მათი აზრით, ადგებათ სათავისო არგუმენტებში“, - დასძინა მდინარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner