logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: პარლამენტის წევრი რომ ვიყო, „გერმანულ მოდელს“ ხმას არ მივცემდი
- +

9 დეკემბერი. 2019. 10:52

 

„მე, სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი რომ ვიყო, „გერმანულ მოდელს“ ხმას არ მივცემდი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

 

როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება.

 

„საარჩევნო ბედი, საარჩევნო ყუთებთან წყდება. წავალთ სახლში, თუ ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს და მარტო შეიძლება ვიყოთ პარლამენტში, თუ ხალხი გადაწყვეტს, ესაა დემოკრატია. ის კი არაა დემოკრატია, 50 პარტია შეყარო პარლამენტში, ხალხი აძლევს თუ არა ხმას.

 

რეალურად, ასეთი სიტუაცია, რომ ერთპარტიული პარლამენტი მივიღოთ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner