logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება!
- +

9 დეკემბერი. 2019. 15:03

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, დაგეგმილი გვაქვს მომდევნო ნაბიჯებიც, საერთაშორისო ფორმატების გამოყენება და კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების იმისთვის, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად გათავისუფლდეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვს საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ხელისუფლებას ადამიანისა და ადამიანური ღირებულებების მიმართ.

 

„იმედი მაქვს, ექიმი მომდევნო დღეებში იქნება გათავისუფლებული, თუმცა, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლო მხარისგან, რომელსაც ადამიანის უფლებები, ღირებულებები და ჯანმრთელობა არაფრად მიაჩნია, მათი პროგნოზირება რთულია. დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებულია და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზეც იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. ის აუცილებლად გათავისუფლდება და ის მავთულხლართების კედელი, რომელიც რუსეთმა ააშენა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად დაიშლება, იმიტომ, რომ ეს არის შეუთავსებელი დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგთან და ამის შენარჩუნებას რუსეთი სამუდამოდ ვერ მოახერხებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner