logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა
- +

10 დეკემბერი. 2019. 14:55

 

„რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა“, - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მართლაც გადაარჩინა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ასწლოვანი ხეები გადაშენებას მათი გადარგვით.

 

„ვიცი რა ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება და მისი საქველმოქმედო პროექტები, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მისი საქმე მიმართულია სოციალური ამოცანის შესრულებისკენ.

 

როდესაც ვსაუბრობთ ხეების გადარგვის საკითხზე, ბევრი არაკეთილმოსურნე მავნებლურ და დამანგრეველ საქმიანობად წარმოჩენას ცდილობდა, სინამდვილეში ამ ხეების გადარგვა იმისთვის ხდებოდა, რომ გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შემატებოდა - დენდროლოგიური პარკი, რომლის მსგავსიც საქართველოში არაა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკის განაშენიანების შესახებ ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გიგანტური ხეების გადარგვით ისინი გადაშენებას გადაარჩინა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner