logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი: საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობით ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება
- +

10 დეკემბერი. 2019. 15:01

 

 

პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და რამდენიმე დღის წინ ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„მინდა გამოვეხმაურო უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თურქეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად გახსნა. საუბარია TANAP-ის პროექტზე, რომელიც მართლაც სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშნულ ენერგეტიკულ პროექტს საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.

 

პოლიტიკურად საქართველოსთვის ასეთ პროექტში მონაწილეობის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია და მეორე მხრივ, ევროპას ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი. რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს - სატრანზიტო წილის სახით 2023 წლისთვის საქართველო 1.1 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს უსასყიდლოდ მიიღებს, რაც თავის მხრივ, უფრო მეტი პროექტი განხორციელების საშუალება მოგვცემს და ამ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობაც იგრძნობს. საქართველო ევროპისთვის სანდო პარტნიორია და ასეთ პროექტებში მონაწილეობა შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ უფრო განვიმტკიცოთ  ჩვენი როლი და მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner