logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საშიშია ცრუ ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდება
- +

10 დეკემბერი. 2019. 15:11

 

 

 

 

 

 

„საშიშია ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდება. 85 პოლიტპატიმარი ყოფილა თურმე და აღმოჩნდა, რომ არაფერი ამდაგვარი არ ხდება, ხოლო ის 19 ადამიანი, ვინც დააკავეს 20 ივნისის შემდეგ, მათგან 4-ს აქვს წინასწარი პატიმრობა და მხოლოდ ერთს აქვს მისჯილი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების თემასთან დაკავშირებით, რომელსაც უტყუარი სამხილები წარუდგინეს“, - ამის  შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

გიორგი ვოლსკიმ თავის გამოსვლაში ყურადღება დეზინფორმაციის გავრცელებაზე და ამ მიმართულებით ოპოზიციის მოქმედებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უპასუხისმგებლო განცხადებები უპირველესად ქვეყანას აზიანებს საშინაო და საგარეო მიმართულებით.

 

„დესტრუქცია, რომელიც მივიღეთ 24 ივნისის განცხადების საპასუხოდ, არის ის, რაც ქვეყანას დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მის სტაბილურობას. საგანგებო თემაა გზები და ენერგორესურსების მოძრაობა კასპიის რეგიონიდან ევროპულ ბაზრებზე. საგანგებო თემაა ჩენი უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის და ამას ყველაფერს გარედან ემატება დიდი დოზით დეზინფორმაცია. და რომელი რუსების დეზინფორმაცია დაგვაზიანებს, არ ვიცით, რომ ოკუპირებული აქვთ ტერიტორია და ხალხს იტაცებენ? თუნდაც გაფრინდაშვილის მაგალითი ავიღოთ.

 

არასწორი ინფორმაციაა ჩვენს დეპუტატებზე,  ზოგადად ვითარებაზე, რომ კრიზისია. დიახ, კრიზისი არის პარტიათა შორის ურთიერთობაში და ეს კრიზისი ჩვენ არ გამოგვიწვევია. კრიზისი შექმნეს. კრიზისი შექმნეს უტიფარი განცხადებებით და ხეპრული გამოსვლებით და მოქმედებებით.  რომ დავუჯეროთ სახალხო დამცველს, კი არის კანონდარღვევა, მაგრამ ეს კანონდარღვევა საწყლებმა იმიტომ ჩაიდინეს, რომ ჩვენ შევუქმენით პოლიტიკური მიზეზები ამისათვის. კიდევ ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ქვეყნის მიტაცებაზე და მმართველობაზე საუბარი, რომელიც ასევე ინტენსიურად მიეწოდება როგორც არასწორი ინფორმაცია ჩვენს კოლეგებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

პირველმა ვიცე-სპიკერი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

 

„14 დეკემბრის ღონისძიება. ეს არის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ევროსაბჭოში ჩვენს თავმჯდომარეობას. რასაკვირველია იქ ჩენი მხარდამჭერებიც იქნებიან, რასაკვირველია იქ აქტივიც იქნება. ეს არის ღონისძიება იმისათვის, რომ საზოგადოებას დავანახოთ ჩვენი რეალური სახე, ჩვენი საგარეო პოლიტიკის რეალური მიმართულება და ასევე დავანახოთ, რომ არ ხდება ჩვეულებრივად ეს პროცესი, რომელსაც ქვია ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბება და არ შეიძლება ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე იყოს დამყარებული, რომლებმაც გადაწყვიტეს და „კმარას“ ტიპის ორგანიზაცია შექმნეს. ყურადღებით ვიყოთ, მხარია დავუჭიროთ ერთმანეთს და ფიზიკურად ნუ დავუპირისპირდებით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ვიშრომოთ იმისათვის, რომ დავარეგულიროთ და არ შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება ხვალ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner