logo_geo
eng_logo
ახალი კარავი რუსთაველზე, რომელზეც ბოკერია-სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმია გამოსახული!
- +

11 დეკემბერი. 2019. 02:04

 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც თითქმის ერთი თვეა გაერთიანებული ოპოზიციის კარვებმა დაიდეს ბინა, ახალი კარავი გამოჩნდა, რომელიც იქ არსებული კარვების სრულიად საწინააღმდეგო მიზანს ემსახურება. კარავზე გამოსახულია ბოკერია-სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ამსახველი ფოტო და ის საზოგადოებრივი მოძრაობა "შევინარჩუნოთ სიცოცხლეს" ეკუთვნის. 

"გვინდა ოპოზიციის მიერ ოკუპირებული რუსთაველი დავუბრუნოთ თბილისელებს. ჩვენი მიზანია დესტრუქციულ ძალებთან და "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებთან ბრძოლა", - განუცხადა "რეპორტიორს" ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლიკა გამრეკელმა, რომელიც დღეს, რუსთაველის გამზირზე გაათენებს ღამეს. 

უმაგრესები ხართ სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლებო მეამაყებით მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა. მავანთ მივმართავ, ზედმეტი რამე არ გაბედოთ, პროვოკაციის მსგავსი!“, - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში და ახალი ორგანიზაციის წევრებს მხარდაჭერას უცხადებენ.

ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს რუსთაველის გამზირზე მისული გიგა ბოკერია, როგორ აკვირდება ახალ დადგმულ კარავს. 

 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner