logo_geo
eng_logo
კახა კალაძე პარლამენტის მიერ დამტკიცებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე: რამდენიმე არის ოდიოზური ფიგურა
- +

13 დეკემბერი. 2019. 13:22

 

„ვინც დაამტკიცეს რამდენიმე არის ოდიოზური ფიგურა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების საკითხზე განუცხადა.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, მთავარი სისტემის გაჯანსაღებაა.

 

„მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ რეპუტაციულად საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად მოსამართლეებს რაც შეეხება, გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით მიიღეს და ბევრი არ დაამტკიცეს. თუმცა, მათგან ვინც დაამტკიცეს რამდენიმე არის ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა. ჩვენთვის მთავარია გავაჯანსაღოთ სისტემა. მთავარი იყო ის, რომ იყო ერთი ადამიანი და მისი დაჯგუფება. ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება, ვინც იყო სასამართლო, პარლამენტი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველაფერი იყო ეს ადამიანი”, - განაცხადა კალაძემ.

 

ცნობისთვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით).

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner