logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: დღევანდელი დღე იყო ქართველი ხალხის ნების ნათელი გამოხატულება
- +

14 დეკემბერი. 2019. 19:13

 

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონალური მმართველობის სამსახურის ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, დღევანდელი დღე  ქართველი ხალხის ნებისა და არჩევანის გამოხატულება იყო.

 

„დღევანდელი დღე იყო ნათელი გამოხატულება ქართველი ხალხის ნების, ქართველი ხალხის არჩევანის, რაც ნიშნავს ევროპულ სივრცეში ჩვენს ინტეგრაციას, ნათელი გამოხატულება, რომ ჩვენ თავი მიგვაჩნია ევროპული ოჯახის წევრებად, ეს ჩანს ჩვენს კულტურაში, ჩვენს ისტორიაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მიეძღვნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner