logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პროგრამა მინიმუმი 100 000 ადამიანი იყო, თუმცა ვხედავდით, რომ 100 000-ს ბევრად აჭარბებდა შეკრებილი ადამიანების რაოდენობა
- +

14 დეკემბერი. 2019. 19:35

 

 

„ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ ჩვენი მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე მაქსიმალურად შეგვეკრიბა. პროგრამა მინიმუმი 100 000 ადამიანი იყო“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად გაამართლა ხალხის რაოდენობამ მათი მოლოდინი.

 

„ძალიან მიხარია, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა გრანდიოზული ღონისძიებით აღვნიშნეთ. დღეს ნამდვილად უამრავმა ადამიანმა, ჩვენმა თანამოქალაქემ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გამოხატა ძალიან მყარი სურვილი, რომ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდეს. ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენს მხარდაჭერებს, „ქართული ოცნების“ დასავლური კურსის მხარდამჭერებს, რომ მოსულიყვნენ და დღეს თავისუფლების ზეიმი თავისუფლების მოედანზე ნამდვილად იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად შეგვეკრიბა. პროგრამა მინიმუმი 100 000 ადამიანი იყო, თუმცა ვხედავდით, რომ 100 000-ს ბევრად აჭარბებდა აქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა. ეს იყო ჩვენი მიზანი და ეს მიზანი ზედმიწევნით შესრულდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner