logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი შეთავაზება არის იმისთვის, რომ ოპოზიციას რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ცდუნება არ დარჩეს
- +

14 დეკემბერი. 2019. 22:39

 

 

„ეს შეთავაზება არის იმისთვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ვინაიდან, ასეთ დროს არის ცდუნება იმის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა  ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში მოაქციონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ახალ საარჩევნო შეთავაზებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წელს ჩატარდება არჩევნები შერეული სისტემით, 2024 წლიდან  ქვეყანა გადავა პროპორციულ სისტემაზე და ყოველი შემდეგი არჩევნები ჩატარდება პროპორციული საარჩევნო სისტემით, ეს დადგენილია მოქმედი კონსტიტუციით.

 

„იმისთვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ჩაიწეროს, რომ თუ ტარდება რამე ტიპის არჩევნები 2020-დან 2024 წლამდე, ეს არჩევნები ტარდება იგივე სისტემით, რაც იქნება 2020 წლისთვის, ოღონდ ერთი დათქმით, რომ ამ შემთხვევაში არჩეული პარლამენტი, აირჩევა 2024 წლის ბოლომდე ვადით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner