logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: დიალოგი გვთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობებს, რათა შევქმნათ პლატფორმა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლარიზაცია დასრულდეს
- +

15 დეკემბერი. 2019. 18:55

 

„ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ დიალოგი გვთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობებს, რათა შევქმნათ პლატფორმა და დასრულდეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლარიზაცია“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ შეხვედრების გაგრძელებით. ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ დიალოგი გვთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობებს, რათა შევქმნათ პლატფორმა და დასრულდეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლარიზაცია. მე მოხარული ვარ, რომ ორივე მხარე თანხმდება პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივ მუშაობასა და დიალოგზე. შეხვედრის დროს მხარეებს შორის ხდება ხედვების ურთიერთმიმოცვლა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner