logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ენდიაის“ კვლევა არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაცია, რომ...
- +

16 იანვარი. 2020. 14:10

 

„ენდიაის“ კვლევა არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაცია, რომ საზოგადოება გარკვეულწილად შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა, არავის არაფერი გამოუვა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახცადა.

 

„ჩვენ კარგად ვხედავთ, სტატისტიკაც შესაძლებელია ამოვიღოთ და ვნახოთ, როგორი კვლევები ქვეყნდებოდა 2012 წლამდე, 2012 წლის მერე და რა შედეგები იდებოდა. შესაბამისად, ანალიზის გაკეთება ძალიან მარტივია. ჩემს რეიტინგს რაც შეეხება, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება ჩემს მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ. ასე რომ, ძალიან კარგად გვაქვს ჩვენ ეს ურთიერთობები საზოგადოებასთან აწყობილი და მომავალშიც ვაპირებთ, გავაგრძელოთ. ამ კვლევაში როგორც უნდათ, ისე დაწერენ ციფრებს, მათ ამის პრობლემა არ აქვთ“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner