logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
- +

16 იანვარი. 2020. 14:16

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, ჯასტინ მაკენზი სმიტთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. გრიგოლ ლილუაშვილმა და ჯასტინ მაკენზი სმიტმა მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და დიდი ბრიტანეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობასა და მომავალ გეგმებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner