logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ირაკლი შოთაძემ გაასამართლა სააკაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები
- +

16 იანვარი. 2020. 16:32

 

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება.

 

როგორც ექსპერტი წერს, შოთაძეს გაშმაგებულები უტევდნენ ნაცები და იმ საქმეს გადააყოლეს, რომელშიც ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე.

 

„ირაკლი შოთაძე იქნება ერთ-ერთი კანდიდატი გენერალური პროკურორობის.

 

ძალიან კარგი ამბავია! შოთაძე იყო ის გენერალური პროკურორი, რომელმაც გახსნა ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის, იურა ვაზაგაშვილის წამებით მკვლელობის საქმეები. ირაკლი შოთაძემ გახსნა ციხეებში სისტემური წამების საქმეები. ირაკლი შოთაძემ გაასამართლა სააკაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები.

 

ამიტომ უტევდნენ ნაცები გაშმაგებულები და იმ საქმეს გადააყოლეს, რომელშიც ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე.

 

ჰოდა, ძრწოდეთ, ნაცებო! ის კაცი ბრუნდება, თქვენს სისხლიან ხელებს და ვერაგულ სახეს რომ აჩვენებს საზოგადოებას!“ - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner