logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა
- +

17 იანვარი. 2020. 19:00

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დურსუნ ჰასანოვს შეხვდა. მხარეებმა მეგობრობის ჯგუფების ფორმატში თანამშრომლობის საკითხებსა და მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

 

„9 თებერვალს აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა განაცხადა, ძალიან მალე აპირებენ საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ფორმირებას და გამოთქვეს მზადყოფნა, დაიგეგმოს ორმხრივი ვიზიტები. ასევე, ვისაუბრეთ სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომელიც წლის განმავლობაში გვინდა განვახორციელოთ, მათ შორის,  საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ადგილებში. ჩვენი მხრიდან ყველა ის დეპუტატი, რომელიც ამ მუნიციპალიტეტებს წარმოადგენს, აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნულის განხორციელებაში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner