logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დადებითად იყო შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები
- +

24 იანვარი. 2020. 19:01

 

„მნიშვნელოვანია, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დადებითად იყო შეფასებული არა მხოლოდ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი, არამედ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს.

 

„დავოსის ფორუმზე საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ევროპის უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი  შავი ზღვის კონტექსტში. ასევე, მათი შეფასებით, 2019 წლის ჩვენი შედეგები NATO-საქართველოს თანამშრომლობაში მართლაც შთამბეჭდავია.

 

ასევე, როგორც პრემიერმა ფორუმის დასრულებისას აღნიშნა, 2020 წელს, 10 წლის თავზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ჩამოყალიბდება ახალი ხედვა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ განვითარდება ინტეგრაციის პროცესი და რომელიც, შესაძლებლობის გაჩენისთანავე, დასრულდება ფაქტობრივი ინტეგრაციით. სწორედ ეს იყო ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ხორვატიის პრეზიდენტებსა თუ პრემიერებთან, საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრების ძირითადი თემები“, - აცხადებს იონათამიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner