logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ჩუმად მაინც იყავით! თქვენი კრიზისების მართვა მაინც ახსოვს ხალხს!
- +

22 მარტი. 2020. 00:33

 

 

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს:

 

 

“დღეს, როდესაც ხელისუფლებამ კრიზისის მართვისა და ისეთი საფრთხის, როგორიც კორონავირუსია, პრევენციის უმაღლესი დონე გამოავლინა, უბრალოდ ამაზრზენია “ნაცმოძრაობის” გამოხტომები. ხალხი. რომელიც აღიარებს, რომ ფაქტობრივად საკუთარ ხალხზე იყო მოძალდე, ასევე არ უნდა ივიწყებდეს, როგორი ეფექტური იყო თუნდაც აგვისტოს ომის დროს, ვინ საით გარბოდა, თვითონაც ხომ არ იცოდნენ. საკუთარი მოსახლეობა მტერს შეატოვეს და მოგვიანებით დაკარგულ სოფლებს ქვების გროვა უწოდეს, მიცვალებულები კი უპატრონოდ დატოვეს, მოშლილი ჰქონდათ კავშირგაბმულობა და ლოჯისტიკა, დავალებებს, როგორც აღმოჩნდა, ფსიქიურად შეურაცხადი სააკაშვილი გასცემდა, აღსრულება კი მხოლოდ ერთ მენეჯერს – ადეიშვილს ევალებოდა… დღეს ეს ხალხი ბედავს და პოპულისტურ-ინტრიგნულ იდეებს აფრქვევს, ხან ექიმებს ლანძღავენ ხან ტესტებს გვთავაზობენ მათთვის ხელსაყრელ და მომგებიან ფასებში და ა.შ… ჩუმად მაინც იყავით! თქვენი კრიზისების მართვა მაინც ახსოვს ხალხს!” – აცხადებს ნიკოლაიშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner