logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ არის მკვლელების ორგანიზაცია
- +

8 აპრილი. 2020. 22:32

 

 

გოგა ხაინდრავა ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც პოლიტიკური ძალის დამთავრებისკენ მოუწოდებს. რეჟისორის თქმით, პარტია მკვლელების ორგანიზაციაა და საერთაშორისო და საქართველოს სამართალმა მას განაჩენი უკვე გამოუტანა. შესაბამისი კომენტარი ხაინდრავამ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განაჩენზე საუბრისას გააკეთა.

 

 

„ეს განაჩენი პირველად დადგა გირგვლიანის საქმეზე, შემდეგ ვაზაგაშვილის საქმეზე; რობაქიძის საქმე, შემდეგ ავჭალის საქმე და დღეს ციხის ბუნტი. ეს არის მკვლელების ორგანიზაცია. არანაირი პოლიტიკური ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის. საერთაშორისო და საქართველოს სამართლის განაჩენი გამოტანილია, მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, უნდა დამთავრდეს. უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი ევრო-რუსული ორგანიზაციის, რომელსაც გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, რადგან ბოკერია იყო ყველა ამ საქმის შემოქმედი და იდეოლოგი. მე ეს კარგად ვიცი, რადგან იმ დროს მთავრობის წევრი ვიყავი და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დოკუმენტებით მტკიცდება, რომ ციხის ბუნტის დროს, როდესაც შვიდი კაცი იყო მოკლული, 22 კაცი მძიმედ დაჭრილი და უამრავი დასახიჩრებული, ბოკერია, მერაბიშვილი და ადეიშვილი იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაიას კაბინეტში, მითითებებს აძლევდა მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის გადაწყვეტილება საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ 2 აპრილს გამოქვეყნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner