logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, ეს ძალიან დიდი თანხაა...
- +

9 აპრილი. 2020. 23:57

 

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილს StopCoV ფონდში 100 მილიონის გადარიცხვისთვის მადლობა გადაუხადა. თბილისის მერის თქმით, საქართველომ დემოკრატიის განვითარების მხრივ ძლიერ წარმატებას მიაღწია, რაც 2001 წელს, ხელისუფლების შეცვლას უკავშირდება.

 

„ჩვენი ქვეყნისთვის 2011 წელი იყო მნიშვნელოვანი. ყველას გვახსოვს რა ვითარება იყო მაშინ, რა მიდგომები იყო განსხვავებული აზრის მიმართ. თუნდაც პოლიტიკური კუთხით.

ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გავერთიანდით ჩვენ ყველა, ჩვენი საზოგადოება. მე მაგალითად მაგ დროს სპორტში ვმოღვაწეობდი. დღეს ვხედავთ რა რეალობაა და ამაში ძალიან დიდი წვლილი ბიძინა ივანიშვილს.

ეს ძალიან დიდი თანხაა, დიდი ციფრია და მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს.“- განაცხადა კალაძემ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner