logo_geo
eng_logo
ჯუზეპე კონტე: ევროკავშირი, როგორც პროექტი, შესაძლოა, ჩავარდეს
- +

10 აპრილი. 2020. 01:06

 

იტალიის პრემიერ - მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ევროკავშირი, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე, შესაძლოა, როგორც პროექტი, ჩავარდეს.

 

 

ამის შესახებ კონტემ BBC-სთან საუბარში განაცხადა.

 

 

მის აზრით, ევროპელი ლიდერები ისტორიულ გამოწვევას წააწყდნენ – “თუ ევროპულ პროექტში ახალი სიცოცხლის ჩაბერვის შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, ჩავარდნის რისკი რეალური იქნება”.

 

 

კონტეს თქმით, ევროკავშირმა ადეკვატურად და კოორდინებულად უნდა იმოქმედოს, რომ კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს დაეხმაროს.

 

 

იტალია და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ცდილობს, ბლოკში შემავალი სხვა ეკონომიკურად ძლიერ წევრებს “კორონაობლიგაციების” შექმნისკენ, ერთგვარი საერთო ვალის, რომლის დაფარვაში ყველა წევრი მიიღებდა მონაწილეობას.

 

 

თუმცა, მაგალითად, ნიდერლანდები იდეის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რამაც ევროზონის ფინანსთა მინისტრების დაპირისპირება გამოიწვია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner