logo_geo
eng_logo
ბექა ლილუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე: უნდა გვქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფომ შეძლოს ეფექტიანი რეაგირება და საზოგადოების ვირუსისგან დაცვა
- +

21 მაისი. 2020. 18:35

 

 

 

„უნდა გვქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური რისკების მნიშვნელოვნად გაზრდის შემდეგ, სახელმწიფოს შეძლოს გარკვეულ ნაწილში ეფექტიანად მოახდინოს რეაგირება და საზოგადოება დაიცვას ვირუსისგან ისევე ეფექტიანად, როგორც მან განახორციელა თებერვლიდან მოყოლებული დღემდე“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ ცვლილებების შესაბამისად, საუბარი არის იმაზე, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს, ამის სხვადასხვა საჭიროებები არსებობს, მათ შორის პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური.

 

„ეს არის აუცილებლად შესასრულებელი. თუმცა, ამასთან ერთად, ჯერ კიდევ არის გაურკვევლობის მაღალი ხარისხი, რომელიც თან სდევს პანდემიას და ვირუსის გავრცელებას, მათ შორის საუბრები იმაზე, რომ შესაძლებელია, გლობალურად მოხდეს ვირუსის მეორე ტალღის გავრცელება, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს  შესაძლებლობა,  ის შედარებითი უპირატესობა, რაც ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით, შევძლოთ მისი შენარჩუნება“, -  განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner