logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა, რომელსაც აქვს წარმატებული ბრძოლა COVID19-თან
- +

24 მაისი. 2020. 02:46

 

დღეს ჩვენ გვაქვს გეგმის მონახაზი, რომელიც წარვუდგინეთ პრემიერ-მინისტრს. ეს რეგულაციები გადის საბოლოო რევიზიას ეპიდემიოლოგების მხრიდან, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში გავხადოთ საჯარო, - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო მიმართულება და ამავდროულად ქვეყანა, რიმელსაც აქვს წარმატებული ბრძოლა COVID19-თან.

 

ეს პირველ რიგში ეხმარება ტურიზმის ინდუსტრიას, რადგან მომავლის ტურისტი, იქნება აქცენტირებული იმოგზაუროს ისეთ ქვეყნებში სადაც მსგავსი პოზიციონირება აქტიურია. ჩვენ ერთის მხრივ ეს როგორც ქვეყანამ შევძელით, მაგრამ მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიყოთ, განსაკუთრებით პასუხისმგებლიანი ინდუსტრია და არ გავხდეთ უნებლიედ COVID19-ის იმპორტიორი ჩვენს ქვეყანაში.

 

აქედან გამომდინარე მიმდინარე კვირა ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. ეს იქნება განთავსების ობიექტები, რესტორნები, გიდები, ტურისტული კომპანიები, ტრანსპორტი, რომ ერთად შეგვემუშავებინა რეგულაციები, რომლებიც უნდა დავნერგოთ ტურიზმის ინდუსტრიაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგულაციების წამყვანი რგოლი არის ჯანდაცვის სამინისტრო. აქტიურად იყო ჩართული ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი და კარგი შეხვედრა შედგა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. დღეს ჩვენ გვაქვს გეგმის მონახაზი, რომელიც წარვუდგინეთ პრემიერ-მინისტრს. ეს რეგულაციები გადის საბოლოო რევიზიას ეპიდემიოლოგების მხრიდან, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში გავხადოთ საჯარო“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner