logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: სტრასბურგში გაგზავნილი ათასობით საქმეების უკან გმირი ადამიანები იდგნენ, რადგან ისინი ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მძევლები იყვნენ
- +

25 მაისი. 2020. 14:02

 

 

„სტრასბურგის ევროპული სასამართლო ყველაზე მეტად ააშკარავებს, რა არის სინამდვილე, როგორი არის რეალობა. სტრასბურგის სასამართლოს  „ნაციონალური მოძრაობა“ 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული, სადაც ადამიანის ძალიან უხეში და სასტიკი დარღვევები გამოვლინდა. ძირითადად რაც მეორდება ამ საქმეებში, არის კონვენციის ის მუხლები, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებასა და თავისუფლებას, სიცოცხლის ხელყოფას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას -  ანუ ფუნდამენტურ უფლებებს, რომელსაც ერთი ხელის მოსმით, ფუნდამენტურად ლახავდნენ მაშინდელი ხელისუფლები. ამ ტვირთს, მილიონობით ლარის კომპენსაციებს, დღემდე იხდის ჩვენი მოქალაქეები იმ დანაშაულებისთვის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა შტოს ჰქონდა ჩადენილი“, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.

 

მისი განცხადებით, სტრასბურგში გაგზავნილი ათასობით საქმეების უკან იდგნენ გმირი ადამიანები და გმირი ოჯახები, რადგან მათ ძალიან მძიმედ უხდებოდათ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიემართათ, რადგან თუ ამ ოჯახებს, ოჯახის წევრები პატიმრობაში ჰყავდათ, ისინი ფაქტობრივად, იმ ხელისუფლების მძევლები იყვნენ.

 

„მიდიოდა პირდაპირ შანტაჟი, რომ მათ საქმეები გამოეხმოთ და გამოეტანათ სტრასბურგის სასამართლოდან. იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც მსგავსი ისტორიები ადამიანის სიკვდილით მთავრდებოდა. ადამიანები, რომლებიც ხშირად, ვითომდა  ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკებიან, ამ დროს ისიც გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ როგორი შტურმი და აგრესია  მიიტანეს სტრასბურგის სასამართლოზე და  როგორ ლანძღავდნენ მას. ეს არის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითი. ესენი არიან ორმაგი სტანდარტის მეხოტბეები. სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლო ეს არის ევროპული ღირებულებების ფუნდამენტი და არ შიძლება ერთდროულად იყო ევროპული ღირებულებების მატარებელი და თან აგრესიით იყო განწყობილი სტრასბურგის სასამართლოს მიმართ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

მისი თქმით, ის მძიმე საქმეები, რაც ანგარიშშია წარმოდგენილი, კიდევ არ არის დამთავრებული. მისივე თქმით, 2020 წელს კიდევ რამდენიმე საქმეზე დადგინდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

 

„აქედან გამოვყოფ, ცხადია, ციხის ბუნტის საქმეს, სადაც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაზეც კი გაამახვილა სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება. ამ ადამიანებს ელემენტარული მორალური პასუხისმგებლობის შნო რომ ჰქონდეთ, იმ კომპენსაციებს, რასაც დღეს ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფო იხდის ვალდებულები უნდა იყვნენ თვითონ გადაიხადონ ამ ჩადენილი დანაშაულების გამო. ეს მემკვიდრეობა მათ უნდა აღიარონ, ისინი ამ დანაშაულების არა მარტო ჩამდენები, არამედ, ორგანიზატორებიც იყვნენ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner