logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება
- +

25 მაისი. 2020. 17:46

 

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება მე-175 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლისაგან გათავისუფლების საკითხი.

 

 

ცვლილებების თანახმად, სპეციალური ზონალური გადასახადისგან თავისუფლდება გადამხდელი, თუკი ობიექტი წარმოადგენს დაუმთავრებელ მშენებლობას და თუ ასეთი შენობის ექსპლუატაციაში მიღება მოხდება 2025 წლის 1 იანვრამდე.

 

პლენარულ სხდომაზე მოსმენის შემდეგ პროექტში ცვლილებები არ შესულა.

 

 „დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება. უდავოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ამით სახელმწიფო თამაშობს თავის პოზიტიურ  როლს, რომელიც შედეგის სახით უზრუნველყოფს  პრობლემის გადაჭრას. ცხადია, ასეთი ცვლილებები არის წინაპირობა იმისა, რომ ამ პრობლემის დასრულებისთვის და მოქალაქეებისთვის საკუთრების დაბრუნებისთვის გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“,-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner