logo_geo
eng_logo
გენადი მარგველაშვილი: დისტანციური სწავლების და ტელესკოლის ამოქმედებით შეიქმნა რესურსი, რაც განათლების ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს
- +

27 მაისი. 2020. 16:44

 

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების და ტელესკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნული პროექტის საერთაშორისო აღიარებას გაუსვა ხაზი.

 

„ბატონო პრემიერო, ყველაზე მეტად გეთანხმებით იმ მიმართულებით, რასაც თქვენ კრიზისული გამოწვევის შესაძლებლობა უწოდეთ და რაც ყველაზე მკაფიოდ და ზუსტად ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განახორციელა. ცხადია გამოწვევები არ დასრულებულა, მაგრამ ის რესურსი, რაც დისტანციური სწავლების და ტელესკოლის ამოქმედებით შეიქმნა, გვაძლევს განათლების ფორმების ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ კიდევ დაიხვეწება, მოხდება რა მისი სრული შერწყმა ახალი სკოლის მოდელთან. აღნიშნული ძალის აღიარება მოხდა არაერთგზის, რომელიც აისახა ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარჩო დოკუმენტში, კორპორაცია „მაიკროსოფტის“ ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლებში, გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მიერ და მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ საქართველო და ფინეთი ამ მიმართულებით პირველ ადგილზე დააყენეს. არის კიდევ მეოთხე შემფასებელი და ეს არის ოპოზიცია, რომელსაც სიტყვაც არ უთქვამს, რაც ერთის მხრივ, ერთგვარი შეფასებაა“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner