logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გაუგებარია, როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს გიორგი რურუას პატიმრობის საკითხი პოლიტიკურ პროცესს
- +

5 ივნისი. 2020. 18:31

 

 

ამერიკაში გიორგი რურუა დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. რას ნიშნავს, რომ ამ ადამიანზე არის დღეს დამოკიდებული საარჩევნო სისტემა, აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია გიორგი რურუას პატიმრობის პოლიტიკურ ჭრილში რაიმე ფორმით განხილვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

 

„გაუგებარია, როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს გიორგი რურუას პატიმრობის საკითხი პოლიტიკურ პროცესს. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია. ჩვენგან საკონსტიტუციო ცვლილებებს არანაირი პრობლემა არ დადგება, მთავარია იმ დეპუტატებმა, ვისაც საჯაროდ აქვთ გამოხატული მხარდაჭერის მიზანი, სამივე მოსმენისას მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. თუ ეს ასე იქნება, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით 8 მარტს შეთანხმდნენ. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდა, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner