logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ტყე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი, რომელსაც სჭირდება სწორი მართვა
- +

26 ივნისი. 2020. 15:16

 

 

„რეალურად, სერიოზული და პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული ტყის ფონდის რეგულაციის თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტყე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი, რომელსაც სწორი მართვა სჭირდება.

 

„ეს გამოწვევა ყოველთვის იყო, მაგრამ ის ინიციატივები, რომელთაც დღეს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის ფრთხილი, ნელი, მაგრამ პროგრესული. რთულია, გამოწვევები რჩება. ტყე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი, რომელსაც სჭირდება სწორი მართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რესურსი შეიძლება გახდეს ქვეყნის როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური პრობლემაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner