logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაცია ღრმავდება და ეს მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა
- +

26 ივნისი. 2020. 15:18

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი პრემიერ-მინისტრისგან დაინტერესდა, თუ რა გეგმები არსებობს იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა ევროპულ ბაზარზე საკუთარი პროდუქცია განათავსონ.

 

„საქართველოს ევროინტეგრაცია ღრმავდება და ხვალინდელი დღე სწორედ ეს მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის. მინდა ავღნიშნო, რომ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ნაწილი  მცირე და საშუალო ბიზნესია და ამასთანავე, საქართველოს ევროპასთან ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, როგორიც ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებაა. რა სტრატეგია არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომ ეს ხელშეკრულება სრულად იყოს  გამოყენებული და მოხდეს მათი ევროპის ბაზარზე შესვლა?“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner