logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ესაა ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა
- +

27 ივნისი. 2020. 16:54

 

 

“მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია,“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

 

არჩილ თალაკვაძის თქმით, გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერა, კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დაგეს.

 

„ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, 6 წლის შემდეგ, გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს - გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია. ეს  არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა.

 

მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 6 წლის შემდეგ, საქართველოს აქვს უფრო ძლიერი დემოკრატია, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტი და მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და გვაქვს სამოქმედო გეგმა.  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უცვლელია!“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner