logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას და ახალ საარჩევნო სისტემას
- +

27 ივნისი. 2020. 17:12

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე განცხადება უკვე მეორეა, რითაც აიხსნება, რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი ახალ საარჩევნო სისტემას.

 

„ძველი ოპოზიციის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე და საკონსტიტუციო ცვლილებების ბლოკირებაზე გაკეთებული განცხადება უკვე მეორეა, რითაც საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას და ახალ საარჩევნო სისტემას.

 

იკვეთება, რომ ეს არის კოორდინირებული და თუ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან მკაფიო განცხადებები არ გაკეთდება, ემიჯნებიან თუ არა „საარჩევნო სისტემის ჩაგდების“ გეგმას, ჩავთვლით, რომ ეს სწორედ მათი გეგმაა.

 

ამ ფონზე, ჩვენი პირობა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებისას დავდეთ, რომ მხარი დავუჭიროთ და დავამტკიცოთ საკონსტიტუციო ცვლილებები – ძალაშია და ორშაბათს ჩვენს პოზიციას კენჭისყრით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner