logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილმა ნიდერლანდების ელჩს მააიკე ვან კოლდამს შეხვდა
- +

6 ივლისი. 2020. 14:09

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სრულუფლებიან ელჩს მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

 

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობაზე, საპარლამენტო ზედამხედველობის ძირითად მიმართულებებზე და კომიტეტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

ელჩმა  პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დადებითად შეაფასა.

 

შეხვედრაზე  COVID-19-ის შედეგად გამოწვეულ პანდემიასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრეს.

 

 

მააიკე ვან კოლდამმა დავით სონღულაშვილს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner