logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი კონგრესის კანონპროექტზე: ოპოზიცია ამას გამარჯვებად აღიქვამს, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ეს არის სიცრუე
- +

7 ივლისი. 2020. 14:04

 

 

„ოპოზიცია კონგრესის კანონპროექტს აღიქვამს გამარჯვებად. ეს, ოპოზიციის სამწუხაროდ, არის სიცრუე. როცა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ NATO-სთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ იქნებ ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს.

 

გიორგი ვოლსკის თქმით, კანონპროექტის კონგრესის მიერ მოწონების პერსპექტივა პრაქტიკულად, არ არსებობს და სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ მიადგება, მიუხედავად ოპონენტების ინტენსიური ბრძოლისა.

 

„ფრონტერას“ ხელწერაც იგრძნობა. პირველი: „ფრონტერას“ და საქართველოს კორპორაციას შორის დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილა და აღიარა, რომ „ფრონტერა“ ამ შეთხვევაში მართალი არ არის და რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციებზეც შეზღუდვაზეც არაფერი საუბარი არ არის, მით უმეტეს, რომ აგერ ოპეკი, სახელმწიფო დაწესებულება საკმაოდ სერიოზულ, მრავალმილიონიან ინვესტიციას აკეთებს საქართველოში და ეს ინვესტიცია ახლა მიმდინარეობს. ეს ერთი. მეორე - არის კონგრესმენების ჯგუფი, რომელიც ცნობილია ჩვენთვის და მათ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდა. ჯერ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ სხვა კომიტეტებში და შემდეგ მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს, რის პერსპექტივაც პრაქტიკულად, არ არსებობს, ასე რომ, ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner