logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი აშშ-ის კონგრესის კანონპროექტზე: ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის არასწორია
- +

7 ივლისი. 2020. 14:44

 

 

„ეს არის ცალკეული ინიციატივა და მე ვფიქრობ, ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის არასწორია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა  აშშ-ის  წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტთან დაკავშირებით.

 

„მე მინდა შეგახსენოთ ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუნდაც,  „ღია ცის ქვეშ“ ხელშეკრულების დატოვების საფუძველი ამერიკის მხრიდან იყო ის, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.  ეს არის უმნიშვნელოვანესი აღიარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე ვნახეთ და ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველად, როდესაც ორპარტიული მხარდაჭერა იყო ორივე პალატის მიერ, გრძელდება ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებები ადასტურებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ხდება უფრო ძლიერი, მტკიცე და მყარი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner