logo_geo
eng_logo
გიორგი გახარიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამარტა ლიეტუვის ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან
- +

7 ივლისი. 2020. 15:23

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

 

საუბარი შეეხო საქართველო-ლიეტუვას ურთიერთობების ძირითად საკითხებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

 

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა გიედრიუს პოუჯუნასს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner