logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის განცხადებების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას, არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას
- +

8 ივლისი. 2020. 16:38

 

 

 

“ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ვითარება ცვალებადია და ამ ვითარებაზე თავად ევროკავშირი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა ორ კვირაში გადაიხედოს,” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, გადაწყვეტილებები შეიძლება გადაიხედოს იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც  იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, როგორც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში, ასევე იმ სახელმწიფოებში, რომელიც გამოცხადებული იქნა უსაფრთხო მიმართულებად.

 

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ყველა ამ განცხადების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას.

 

„ოპოზიციის აპელაციებთან დაკავშირებით მე არ ვ აპირებ კომენტარის გაკეთებას, იმიტომ, რო მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციებია ყველა ამ განცხადებასთან მიმართებაში.

 

„ჩვენ ევროპულ სახელმწიფოებთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ შევძლოთ უფრო ინტენსიური გავხადოთ მიმოსვლა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, და ჩვენ, უნგრულ მხარესთან ერთად შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა კონკრეტული კომისია ორ სახელმწიფოს შორის და ვისაუბრებდით იმ აუცილებელ პროცედურებზე, რომელიც დააჩქარებდა ორ სახელმწიფოს შორის მიმოსვლას ტურიზმის თვალსაზრისით. ასე, რომ სამუშაოები მიმდინარეობს, მე თავს შევიკავებ კონკრეტული სახელმწიფოების დასახელებისგან, რადგან ეს არ იქნება სწორი. არის ძალიან ბევრი დეტალი და არის თანმიმდევრული პროცესი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner