logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილის სამარცხვინო განცხადებებზე საზოგადოებას სამართლიანი რეაგირება ექნება
- +

9 ივლისი. 2020. 17:30

 

 

„არავის გაჰკვირვებია სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება. პირდაპირ ვიტყოდი, პოლიტიკური ბაქიბუქი. ის არის პოლიტიკური დამნაშავე თავისი ქვეყნის წინაშე და ძებნილია ქართული მართლმსაჯულების მიერ. სააკაშვილი წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას და საჯარო მოხელეა. შესაბამისად, როცა ის საუბრობს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციაზე, თავისთავად, ცხადია, ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება, რადგან ამაზე პასუხი უკრაინას მოეთხოვება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

 

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკურ პროპაგანდას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს და მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს.

 

„მის პოლიტიკურ პროპაგანდას ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს. ეს ყველაფერი აგებულია მის ტყუილებზე, ბაქიბუქზე, მისი მხარდამჭერების მობილიზაციაზე, მაგრამ ქართველ საზოგადოებას მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს. საკითხი დგას სხვანაირად  აქ ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა, პოლიტიკურ საკითხებში და მძიმეა იმის მოსმენა, როცა უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner