logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტიან ურსესთან
- +

10 ივლისი. 2020. 18:17

 

 

 

 

2020 წლის 10 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი სტრატეგიული თანამშრომლობის პროგრამული ინსტრუმენტის - ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას.

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის. ასევე, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებით გამოყო კრისტიან ურსეს მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის გამართვისა და ფართო კონსენსუსის ჩამოყალიბების პროცესში.

 

კრისტიან ურსემ თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა დემოკრატიული განვითარების პროცესში საქართველოს მიღწევებს. კრისტიან ურსემ ხაზგასმით აღნიშნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებული თავმჯდომარეობა და დატოვებული მემკვიდრეობა.

 

შეხვედრის დასასრულს, დავით ზალკალიანმა კრისტიან ურსეს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner