logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დენდროლოგიური პარკი, ეს არის საუკეთესო პასუხი იმ სიბინძურეზე, რაც ამ ხნის განმავლობაში ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან ისმოდა
- +

15 ივლისი. 2020. 20:32

 

 

დენდროლოგიური პარკი დარჩება ჩვენს შვილებს“,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნას.

 

დენდროლოგიური პარკი ეს არის საუკეთესო პასუხი იმ სიბინძურეზე, რაც ამ ხნის განმავლობაში ტყორცნეს ჩვენმა ეგრედწოდებულმა ოპოზიციონერებმა, ყველამ არა, რა საკვირველია. ეს დარჩება ჩვენს შვილებს. ეს კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ ადამიანმა, თუკი ამის რესურსი გააჩნია ან იმ ფარგლებში, რა რესურსიც გააჩნია, ქვეყანაზე, სამშობლოზე უნდა იზრუნოს“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner