logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: რუსი ოკუპანტები და დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს არის ერთი მედლის ორი მხარე
- +

16 ივლისი. 2020. 14:54

 

 

 

 ​

„რუსეთის განცხადებები ზუსტად ისეთი პროვოკაციულია, როგორც მისი ქმედებები. რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით,  რუსეთი აწარმოებს ოკუპირებული ტერიტორიების მზარდ მილიტარიზაციას.

 

„საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღე უხდებათ პროვოკაციებთან შეხება. ზოგადად, გარდა იმისა, რომ რუსეთის ქმედებები არის პროვოკაციული, ასევე არის ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველი როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი რეგიონული უსაფრთხოებისთვის. რუსული განცხადებები და რუსული მოწოდებები არის ცინიზმით სავსე ქმედებები. ვინც უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ეს არის რუსეთის ფედერაცია. რუსეთს  შეუსრულებელი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება. მას ასევე შესასრულებელი აქვს სხვა ნაკისრი ვალდებულებები“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ, მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, აუცილებელია ოკუპანტ აგრესორ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდა, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა მასზე ზეწოლის გაზრდის მიზნით და აუცილებელია ამას ჰქონდეს ყველა საერთაშორისო პარტნიორისგან უნივერსალური ხასიათი.

 

„ჩვენ  ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს როგორც დეოკუპაციას და არაღიარებას, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, იყოს ეფექტიანი. ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა იქნება უცვლელი და მიმართული ჩვენი უმთავრესი ამოცანისკენ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსულ ოკუპაციაზე მსგავსი ტონით საუბრობენ ის ადამიანები, ვინც ოკუპანტებთან არიან თავად ოკუპაციის და ჩვენი ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების შემოქმედები. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის, ერთი მხრივ, რუსული სამხედრო აგრესიის და, მეორე მხრივ, წინა ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების და მავნებლობის შედეგი. რუსი ოკუპანტები და დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ერთი მედლის ორი მხარე და როდესაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ საქართველო ქრება რადარებიდან, საქართველო კი არ ქრება რადარებიდან, ეს მათი პოლიტიკური გადაშენების შეუქცევად გზაზე მდგარი დანაშაულებრივი რეჟიმის გადმონაშთებით და ავანტიურისტებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ძალა დგება გადაშენების გზაზე და ის შავი ლაქა, რომელის სახითაც ისინი ჯერ კიდევ არიან პოლიტიკურ რადარებზე შემორჩენილი, იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო დაპატარავდება და საერთოდ გაქრება. ეს არჩევნები ამას კარგად დაგვანახებს.  ოპოზიციის განცხადებები არიას უსაფუძვლო. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკმაოდ ქმედუნარიანად და აქტიურად ამ ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. არაერთი პრაქტიკული ნაბიჯია გადადგმული მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, ადგილზე გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ზეწოლის ინსტრუმენტების და შემზღუდავი ზომების თვალსაზრისით. რუსული აღიარების პოლიტიკამ, იცით, რომ სრული კრახი განიცადა და ამ მიმართულებით სრულიად წარუმატებელია. ოპოზიციის ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

 

ზოგადად, რეგიონში არსებული პრობლემები საკმაოდ უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონის სახელმწიფოებზე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტია, ის ამოცანები, რაც არსებობს, აუცილებლად გადაიჭრას მშვიდობიანად, მოლაპარაკებების გზით, დიპლომატიური გზით, რაც შედის როგორც ჩვენი მეზობლების, ასევე მთლიანად რეგიონული უსაფრთხოების ინტერესებში“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner