logo_geo
eng_logo
აშშ-ის საელჩო: კელი დეგნანი იმერეთის ულამაზეს რეგიონს სტუმრობს
- +

29 ივლისი. 2020. 22:13

 

 

ამერიკის სალეჩო საქართველოში ელჩის, კელი დეგნანის იმერეთში ვიზიტის ქრონიკებს აქვეყნებს.

 

 

ამ კვირაში ელჩი დეგნანი იმერეთის ულამაზეს რეგიონს სტუმრობს. ვიზიტის პირველ დღეს ელჩმა მომხიბვლელი ქალაქი ქუთაისი და მისი ისტორიული სასახლე, ოქროს ჩარდახი დაათვალიერა, სადაც ქართული ტრადიციული პოლიფონიის დიდებული ხმები მოისმინა.  

 

ელჩი შეხვდა გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესა და მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილს, რომელთაგანაც COVID-19-ის პანდემიაზე რეგიონის საპასუხო ქმედებებსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების გეგმებზე მიიღო ინფორმაცია.

 

ელჩი, ასევე, შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ.

 

ქუთაისის ამერიკულ კუთხეში ელჩი ადგილობრივ ახალგაზრდებს ესაუბრა, დაათვალიერა მათი შემოქმედება, და მიიღო ინფორმაცია კუთხის აქტივობებზე, რომელიც ახალგაზრდებს გამოწვევების გადალახვაში ეხმარება.“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner