logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვა აუცილებელია
- +

30 ივლისი. 2020. 01:54

 

 

ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვა არის აუცილებელი და ამაზე მუშაობა მიდის მთელი ძალით. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 70% არის მთა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონალური განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა „ღია ეთერში“ სტიქიის ზონიდან ისაუბრა.

 

მთიანი ტერიტორიის ძირითადი ნაწილი არის კავკასიონი, რომელზეც უამრავი მდინარე ჩამოდის. ზოგჯერ პაწაწინა ღელე შეიძლება გადაიქცეს აბობოქრებულ ნაკადად, რომელსაც აქვს იმის ენერგია, რომ წალეკოს მთელი სოფლები და ქალაქები. ამ სისტემების ყველგან დამონტაჟებას სჭირდება დიდი დროც, დიდი გამოცდილებაც და არც თუ ცოტა სახსრებიც. მთავარი რასაც ეს სისტემები აკეთებს არ არის ის, რომ ჩვენ შევძლებთ სტიქიის არიდებას, არამედ ის, რომ ავარიდოთ საფრთხე ადამიანებს. ამ შემთხვევაში, მადლობა ღმერთ, საფრთხე ადამიანებს არ ემუქრებათ და მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

  

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner