logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: სასამართლომ რურუას მიმართ ობიექტური განაჩენი გამოიტანა, ამით კრიმინალური ოპოზიციის აბსურდულ კამპანიას წერტილი დაესვა
- +

30 ივლისი. 2020. 14:25

 

 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გიორგი რურუას მიმართ ობიექტური განაჩენი გამოიტანა.

 

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო აქვს.

 

„სასამართლომ კონკრეტულ სამართალდარღვევაზე ობიექტური განაჩენი გამოიტანა. ვფიქრობ, რომ ამ განაჩენით კრიმინალური და ხელმოცარული ოპოზიციის იმ აბსურდულ კამპანიას წერტილი დაესვა, რომელიც ცდილობდა, რომ ამ პროცესში მათი კრიმინალური ლიდერი უდანაშაულოდ წარმოეჩინა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner