logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, ვის შეიწყალებს და ვის - არა
- +

1 აგვისტო. 2020. 16:39

 

 

„შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და მისი გადასაწყვეტია, ვის შეიწყალებს და ვის არა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, თუმცა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და მისი გადასაწყვეტია, ვის შეიწყალებს და ვის არა. ცალსახად ვაცხადებთ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner