logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი ებრაულ თემს ლაილაშის ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული განვითარების საკითხთან დაკავშირებით შეხვდა
- +

5 აგვისტო. 2020. 20:31

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ლაილაშის ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული განვითარების მიზნით ებრაულ თემთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო.

 

აღნიშნული ინიციატივით პრეზიდენტი ლეჩხუმში, სოფელ ლაილაშის სინაგოგის დათვალიერების შემდეგ გამოვიდა, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბიბლია - ლაილაშის ბიბლია შემოინახა და რომელიც დღეს კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

 

როგორც ცნობილია, ლაილაშში საუკუნეების განმავლობაში მძლავრი ებრაული თემი ცხოვრობდა, რასაც სინაგოგა და ებრაული სასაფლაოც მოწმობს.

 

პრეზიდენტი დღეს საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმს ეწვია და ებრაელი თემის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, რომელზეც საქართველოში ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ჩაერთონ ლაილაშის განვითარების პროცესში და თავისი წვლილი შეიტანონ ამ წამოწყებაში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner