logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: ჩვენი პარტნიორების განცხადება ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი აქტიურად დგას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში
- +

6 აგვისტო. 2020. 13:26

 

 

„ჩვენი პარტნიორების განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი მაღალ დონეზე აქტიურად დგას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში. ამას ადასტურებს ეს განაცხადება და სხვა განცხადებებიც, რომლებიც მუდმივად კეთდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციის  დასაგმობად“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ირლანდიისა და ნორვეგიის სახელით, რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს აქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა და მტკიცედ ემხრობა სამშვიდობო ნაბიჯებს.

 

„ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო და გამოსავალი ამ პრობლემის გადასაწყვეტად არის ერთადერთი - ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას. ამ მიზნით აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია იმისათვის, რომ გაძლიერდეს ზეწოლა ოკუპანტ სახელმწიფოზე და ის  იძულებული გახდეს შეასრულოს როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით,  ასევე საერთაშორისო სამართლით ნაკისრი სხვა ვალდებულებები“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner