logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან
- +

8 აგვისტო. 2020. 11:52

 

 

NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ამის შესახებ „ფეისბუქში“ წერს.

 

„12 წელია, რაც რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე. შედეგად, ათასობით ქართველი განდევნეს საკუთარი სახლებიდან და მიწიდან.

 

NATO კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner